,,განვიხილავთ “ჰამასის” პასუხს და ვიმსჯელებთ ისრაელის მთავრობასთან” – ბლინკენი

,,განვიხილავთ “ჰამასის” პასუხს და ვიმსჯელებთ ისრაელის მთავრობასთან”. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კატარში ვიზიტისას ქვეყნის პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

,,როგორც იცით, კატართან და ეგვიპტესთან ერთად წარმოვადგინეთ სერიოზული წინადადება, რომელიც მიზნად ისახავდა არა უბრალოდ წინა შეთანხმების გამეორებას, არამედ მის გაფართოებას. როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, “ჰამასი” წინადადებას გამოეხმაურა. ჩვენ ახლა განვიხილავთ ამ პასუხს და ხვალ ვიმსჯელებთ ისრაელის მთავრობასთან”, – განაცხადა ბლინკენმა.

მსგავსი თემები