ტრაგედია იმერეთში – 3 ცხედარი ნაპოვნია, დანარჩენებს ეძებენ

იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში ტრადეგია მოხდა. მეწყერმა 4 სახლი დაანგრია, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ. მიწის მასაში 9 ადამიანი მოყვა. 3 ცხედარი იპოვნეს, დანარჩენების ძებნა მიმდინარეობს. მათ შორის არიან ბავშვებიც.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში, მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 1 მოქალაქე, ნაპოვნია 3 ცხედარი, ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება 6 პირის მიმართ.
სტიქიის ადგილებზე იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი.

 

მსგავსი თემები