მეწყერი ბაღდათის მუნიციპალიტეტში – ეძებენ მამას და მის 3 არასრულწლოვან შვილს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ღამით ჩამოშლილმა მიწის მასამ 4 სახლი მოიყოლა, ნაპოვნია სამი ადამიანის ცხედარი, ერთი მოქალაქე მაშველებმა გადაარჩინეს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამ დროისთვის ეძებენ 6 ადამიანს, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. ახლობლების თქმით, ეძებენ მამას და მის სამ შვილს.

,,წუხელ ერთი ადამიანი ამოიყვანს, ჩემ აქ არ ყოფნაში, ცოცხალი. დანარჩენების ძებნა მიდის. არასრულწლოვნები არიან, ერთი მამა და სამი ბავშვი,15-16 წლამდე”, – ამბობს ადგილობრივი.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები და მძიმე ტექნიკა, 200-მდე მეხანძრე მაშველი. მიმდებარე სახლებიდან მოსახლეობა ევაკუირებულია.

მსგავსი თემები