„თუ წარმატებებს მიაღწია ღარიბაშვილმა, რაში სჭირდებოდათ მისი გამოცვლა?!“ – სალომე სამადაშვილი

პარტია „ლელო საქართველოსთვის” წევრი, სალომე სამადაშვილი სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება და ამბობს, რომ „კარგ პრემიერმინისტრებს სახლში არავინ უშვებს”.

ამასთან, სამადაშვილი „ქართულ ოცნებას” გაკოტრებულ პოლიტიკურ ძალად მოიხსენიებს.

„ქართული ოცნების პოსტულატია, რომ წარმატებული ხელისუფლება არის სწორი – კარგ პრემიერ-მინისტრებს სახლში არავინ არ უშვებს და არავინ არ ცვლის. თუ წარმატებებს მიაღწია ღარიბაშვილმა, რაში სჭირდებოდათ მისი გამოცვლა?! თვითონ იციან, რომ წარმატებული კი არა, გაკოტრებული პოლიტიკური ძალაა იმიტომ, რომ რამდენი კანდიდატის სტატუსიც არ უნდა მიიღოს საქართველომ, ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად გაიგო, რომ ქართულ ოცნებას არაფერი გაუკეთებია გარდა ხელის შეშლისა” – აცხადებს სამადაშვილი.

მსგავსი თემები