ლოიდ ოსტინი პენტაგონში სამუშაოდ დაბრუნდა

თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი დღეს პენტაგონში სამუშაოდ დაბრუნდა. 15 იანვარს, უოლტერ რიდის ეროვნული სამხედრო სამედიცინო ცენტრიდან გაწერის შემდეგ, მინისტრი მოვალეობას სახლიდან ასრულებდა. ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

ცნობისთვის, 5 იანვარს პენტაგონის სპიკერმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ ლოიდ ოსტინი მცირე გეგმური სამედიცინო პროცედურის შემდგომი გართულებების გამო, 1 იანვარს უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მანამდე კი ოსტინის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ცნობები მედიაში გავრცელდა. მოგვიანებით პენტაგონმა გამოაცხადა, რომ მინისტრი პროსტატის კიბოს მკურნალობას გადიოდა, რომელიც ადრეულ ეტაპზე გამოვლინდა.

მსგავსი თემები