„არსებობს ინტერესი უნგრეთის პრემიერმინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის შეხვედრის“ – ანდრეი ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინამ და უნგრეთმა „ძლიერი ნაბიჯი” გადადგეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს შორის შეხვედრისკენ:

„ორივე მხარემ აბსოლუტურად მკაფიოდ განაცხადა იმის შესახებ, რომ არსებობს ინტერესი უნგრეთის პრემიერმინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის შეხვედრის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დღეს გადავდგით ძალიან ძლიერი ნაბიჯი ამ შეხვედრისკენ.

რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ ეს შეხვედრა იყოს წარმატებული და რეალურად გახსნას ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში” – განაცხადა ერმაკმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან შეხვედრის შემდეგ.

ერმაკის თქმით, თუ როდის შედგება შეხვედრა, კონკრეტულ თარიღზე დღეს არ უსაუბრიათ, თუმცა გამოხატეს ინტერესი იმასთან დაკავშირებით.

მსგავსი თემები