,,ჩვენ ბევრად მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის ფიზიკურ კავშირებში”- ჯოზეფ ბორელი

ჩვენ ბევრად მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის ფიზიკურ კავშირებში, – ამის შესახებ ბრიუსელში  საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპამ და ცენტრალურმა აზიამ უნდა განამტკიცონ თავიანთი მედეგობა.

„ჩვენ ბევრად მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის ფიზიკურ კავშირებში, რათა შევძლოთ, ძველი დამოკიდებულებების შეცვლა, დივერსიფიცირება და ახალი ალტერნატივების პოვნა ტრანსპორტისთვის, ენერგეტიკისთვის და მიწოდების ჯაჭვებისთვის. ეს ახალ სიცოცხლეს შესძენს უძველეს „აბრეშუმის გზას“, დაგვაკავშირებს ჩვენს პარტნიორებთან თურქეთსა და სამხრეთ კავკასიაში. ეს არის ჩვენი გამოწვევა. სწორედ ამიტომ ვართ აქ, რათა მოვძებნოთ ფინანსური რესურსები, რომ ეს რეალობად ვაქციოთ“, – განაცხადა ბორელმა.

მსგავსი თემები