„ძალიან კარგად გაართვა თავი“ – მეუფე იაკობი ირაკლი ღარიბაშვილზე

ბოდბელი მიტროპოლიტი მეუფე იაკობი სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი წარმატებული პრემიერი იყო.

მეუფე იაკობის თქმით, ქვეყანა ვითარდება და აღნიშნულ ცვლილებებში პრობლემას ვერ ხედავს.

„ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება. რთულ პერიოდში იყო, ძალიან კარგად გაართვა თავი. არჩევნების პერიოდია და რაიმე ისეთს ხედავთ?! ადამიანი ხან იქნები თანამდებობაზე, ხან – არა. არ მგონია, ბიძინა ივანიშვილს, რომ არ მოსწონებოდა ირაკლი ღარიბაშვილი. წარმატებული პრემიერი იყო. კობახიძეც კარგი ადამიანია. ქვეყანა ვითარდება. ჩვენი ვალია განვითარდეთ, პრობლემას ვერ ვხედავ თანამდებობიდან წასვლასა და მოსვლაში. მქონდა თანამდებობა და დავტოვე, ამაში ისეთს ვერაფერს ვხედავ. ადამიანი რამდენი წელი უნდა იყო, ვფიქრობ, ძალიან წარმატებული იყო. სწორად იქცეოდნენ, ვნახოთ, ყველას წარმატებას ვუსურვებ კეთილ საქმეებში”,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

მსგავსი თემები