რუსეთმა ნიკოპოლი დაბომბა – დაშავდა ორი ადამიანი

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნიკოპოლი დაბომა. დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.

“რუსებმა ნიკოპოლს არტილერიით დაარტყეს. დაშავდა ორი ახალგაზრდა, 19 და 21 წლის. ერთ-ერთ დაშავებულს მკურნალობას სახლში გაუწევენ. მეორეს მდგომარეობა მძიმეა. მას ჭრილობები თავისა და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ამ დროისთვის ექიმები დაშავებულებს ყველა საჭირო დახმარებას უწევენ,” – წერს დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელი.

მსგავსი თემები