სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

უწყების ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 14 2418.84 ლარი შეადგინა.

,,ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული, ოთხ შეფუთვად დაფასოებული, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (ჯამში: 1403.28 გრამი) გამოვლინდა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა,” – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები