სენაკში, საქართველოს ბანკის ყაჩაღობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

სენაკში, საქართველოს ბანკში მომხდარი ყაჩაღობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულს ღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები