თუ პუტინი სასურველ შედეგს მიაღწევს, ეს სხვა ავტორიტარულ რეჟიმებს წაახალისებს – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში სასურველ შედეგს მიაღწევს, ეს სხვა ავტორიტარულ რეჟიმებს წაახალისებს.

,,მე ნორვეგიიდან ვარ. ჩვენ საზღვარი გვაქვს რუსეთთან. როდესაც ნორვეგია NATO-ს წევრი გახდა, საბჭოთა კავშირმა ამას პროვოკაცია უწოდა. ეს არ იყო პროვოკაცია. ყველა სუვერენული ერის უფლებაა, აირჩიოს საკუთარი გზა. ეს უფლება აქვს ნორვეგიას, უფლება აქვს შვედეთსა და ფინეთს, ასევე უკრაინასაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პუტინმა არ მიაღწიოს მისთვის სასურველ შედეგს უკრაინაში, რადგან ეს წაახალისებს სხვა ავტორიტარულ რეჟიმებს. დღეს არის უკრაინა, ხვალ შეიძლება იყოს ტაივანი. ამიტომ ჩვენთვის, ისევე როგორც შტატებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას და გარკვეულ ეტაპზე ალიანსის სრულუფლებიან წევრად მოვიწვიოთ”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები