ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, პარტიის თავმჯდომარის პოსტის დაკავებასთან დაკავშირებით.

„მსურს, საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ. დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ნება მომეცით, მკაფიოდ განვმარტო ამ გადაწყვეტილების მიზეზები. სულ ახლახან, გასული წლის ბოლოს, მე საზოგადოებას ჩავაბარე ვრცელი ანგარიში ჩემი სამწლიანი საქმიანობის შესახებ. მოგეხსენებათ, მთავრობის მეთაურის პოზიციაზე მეორე ვადით მუშაობა ურთულეს პერიოდში, შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების პირობებში დავიწყე. მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, მე ვამაყობ შედეგებით, რომელსაც ამ პერიოდში, გუნდთან ერთად მივაღწიეთ“, – განაცხადაღარიბაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, პარტია ”ქართული ოცნების” მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგენენ.

მსგავსი თემები