„რჩევები გავცვალეთ მეგობრული” – გვარამია-სააკაშვილის შეხვედრა

ნიკა გვარამიამ „ვივა მედში” საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა:

„ვიყავი ჩემს მეგობართან, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან, აქტიურად არ ვარ ამ საქმეში ჩართული ბევრი გარემოების გამო, მათ შორის მიშასთან შეთანხმებითაც, მაგრამ როდესაც მეგობარი, დაცვის ქვეშ მყოფი შემოსვლას გთხოვს და შენც გინდა, ამას აკეთებ. კონსულტაციებს ჩემს პოლიტიკურ გეგმაზე მეგობრებთან ზოგადად გავდივარ, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც მეგობრები სხვა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, არა მგონია… რჩევები გავცვალეთ მეგობრული. მისი დამოკიდებულება ჩემი გეგმების მიმართ, ჩემი დამოკიდებულება მისი პარტიის მიმართ…” – განაცხადა ნიკა გვარამია.

მსგავსი თემები