,,მჯერა, რომ ამერიკული დახმარება არ შეწყდება”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატების დახმარება უკრაინისადმი არ შეწყდება.

“მჯერა, რომ ამერიკული დახმარება არ შეწყდება, რომ ევროპა მარტო არ დარჩება. ეს კომპლექსური საკითხია. მხოლოდ ევროპა ვერ შეძლებს იმ დონეზე იარაღით და ფინანსებით დახმარებას, რასაც აქამდე უკრაინა იღებდა. თუ უკრაინა მტერს ვერ მოიგერიებს, პუტინი უფრო წინ წავა და ეს ამერიკის გზავნილი იქნება ევროპისთვის, რომ მას რუსეთთან გამკლავება მარტოს მოუწევს. ეს სერიოზული საკითხია, რითაც პუტინი აუცილებლად ისარგებლებს”, – აცხადებს ზელენსკი.

მსგავსი თემები