ევროკავშირმა რუსეთის 4 მოქალაქე და ერთ-ერთი რუსული ორგანიზაცია დაასანქცირა

ევროკავშირმა რუსეთის 4 მოქალაქეს და ერთ-ერთ რუსულ ორგანიზაციას, რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, დამატებითი სანქციები დაუწესა.

სანქციების სიაში შედის სამი პირი, რომლებიც მუშაობენ რუსეთის სასამართლო სისტემაში და პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევაზე, მათ შორის თვითნებურ დაპატიმრებებზე და დაკავებებზე, განსაკუთრებით რუსი ოპოზიციის ლიდერის ვოლოდიმირ კარა-მურზას საქმესთან დაკავშირებით.

ასევე დასანქცირდა “უსაფრთხო ინტერნეტ ლიგა”, რომელიც ეხმარება რუსეთის მთავრობას ცენზურაში. სანქცირებულთა სიაში მოხვდა, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ეკატერინა მიზულინას, რომელიც პასუხისმგებელია აზროვნების თავისუფლების სერიოზულ და სისტემატურ დარღვევაზე.

მსგავსი თემები