,,პოლიტსაბჭოსგან  მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა”- ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებით.

,,გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა. მითუმეტეს, რომ ახლა ახალი ამოცანების წინაშე ვდგავართ. შემოდგომაზე ახალ პარლამენტს ავირჩევთ და ქართული ოცნება უნდა მოემზადოს არჩევნების დამაჯერებლად მოსაგებად, რათა გავარგძელოთ წინსვლა სხვა უფრო დიდ მიზნების მისაღწევად. ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, პოლიტსაბჭოსგან  მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა,”- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

მსგავსი თემები