იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 57-მდე გაიზარდა

იაპონიაში მომხდარი 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 57-მდე გაიზარდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მიწისძვრა 1-ელ იანვარს, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. სტიქიის შედეგად განადგურდა შენობები, შეფერხდა ელექტროენერგიის მიწოდება და სატრანსპორტო მიმოსვლა. რამდენიმე პრეფექტურაში ხანძარიც გაჩნდა. დასავლეთ სანაპიროზე მდებარე დასახლებებში ევაკუაცია გამოცხადდა.

მსგავსი თემები