ბელგია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა ბელგია გახდა. ოფიციალური ბრიუსელი ამ პოსტს, დღეიდან 30 ივნისამდე დაიკავებს და ამ მოვალეობას მეცამეტეჯერ შეასრულებს.

ბელგიას აქვს დაახლოებით 150 საკითხი, რომელიც  ევროპარლამენტის ბოლო გენერალური ასამბლეის სესიამდე უნდა დასრულდეს,  მათ შორისაა, ევროკავშირის ბიუჯეტის გადახედვა, უკრაინის დახმარება და მიგრაციის და თავშესაფრის შესახებ შეთანხმებები.

მსგავსი თემები