პუტინმა სი ძინპინს განუცხადა, რომ უკრაინაში ომი კიდევ ხუთ წელს გაგრძელდება – მედია

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინაში ომი კიდევ ხუთ წელს გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ Nikkei Asia-ზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, პუტინმა ჩინელ კოლეგას ამის შესახებ 2023 წლის მარტში განუცხადა.  მათივე ცნობით, პუტინმა დაარწმუნა სი ძინპინი, რომ რუსეთი საბოლოოდ გამარჯვებული იქნება. „სავარაუდო კონტექსტი პუტინის ამ განცხადების იყო ის, რომ გაჭიანურებული ომი სარგებელს მოუტანს ჩინეთის კარგად შეიარაღებულ პარტნიორს. მეორე მხრივ კი, ეს გაფრთხილება იყო ჩინეთის პრეზიდენტისთვის, რომ არ შეცვალოს თავისი პრორუსული პოზიცია“, – წერს გამოცემა. გამოცემა წერს, რომ პუტინის ამ განცხადების შემდეგ, ჩინეთმა გადახედა მის…

მეტი...

,,ყურები, სახე, ყველაფერი გადაურჩა, მხოლოდ თავის ქალაზე ააძრო ყველაფერი იმ საშინელმა ძაღლმა”- როგორია 2 წლის ლაზარეს მდგომარეობა

2 წლის ლაზარეს მდგომარეობაზე, რომელიც ოზურგეთში პიტბულმა დაკბინა, მისი დედა, ლიკა ხამათაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. მისი თქმით, ბავშვს კიდევ ერთი ოპერაცია, იანვარში უნდა ჩაუტარდეს. ,,კიდევ ერთი ოპერაცია იანვარში უნდა ჩაუტარდეს, რეაბილიტაციის შემდეგ კოსმეტიკური ჩარევები დასჭირდება, მაგრამ ამ ეტაპზე ეგ ამბავი მეორეხარისხოვანია. ახლა დიდ ოპერაციას ველოდებით, რომ სკალპი მთლიანად დაიხუროს და დანარჩენს აღარ აქვს მნიშვნელობა. ყურები, სახე, ყველაფერი გადაურჩა, მხოლოდ თავის ქალაზე ააძრო ყველაფერი იმ საშინელმა ძაღლმა. ექიმებსა და ექთნებს ძალიან შეაყვარა თავი. ექთნებმა სათამაშოები მოუტანეს, ელაპარაკება მათ და გადარია ყველა. დაკბენის მომენტიდან დღემდე ბავშვს გონება არ დაუკარგავს, სრულ…

მეტი...

ატოსაგზაო შემთხვევა თურქეთში – დაიღუპა 10 ადამიანი

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 57 კი დაშავდა. თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სტამბოლისკენ მიმავალ გზატკეცილზე ჯაჭვური რეაქციით ავარიაში რამდენიმე მანქანა მოყვა. ავარიაში მოყვნენ  სამი ავტობუსი და სატვირთოც. ადგილზე ნისლი და დაბალი ხილვადობა იყო. გუბერნატორის განცხადებით, მანქანა სავარაუდოდ სატვირთოს შეეჯახა, რამაც უკანა მხარეს სხვა ავარიები გამოიწვია.

მეტი...

,,ვაშინგტონი და ბრიუსელი ჯერ კიდევ არიან დაინტერესებული, რომ რუსები უკრაინელების ხელებითა და სხეულით შეაკავონ”- ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გაცხადებით ვაშინგტონი და ბრიუსელი უარს არ ამბობენ კიევისთვის სამხედრო დახმარებაზე, რადგან მათ იციან, რომ მათი დახმარების გარეშე ის განწირულია. „ისინი ჯერ კიდევ არიან დაინტერესებული, რომ რუსები უკრაინელების ხელებითა და სხეულით შეაკავონ“, – აღნიშნავს ლავროვი. მისი თქმით, ზელენსკის მთავრობას მშვიდობის სურვილი ნაკლებად აქვს. „ე.წ. რამშტაინის ფორმატი აგრძელებს მოქმედებას, რომლის ფარგლებშიც 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ყოველთვიურად განიხილავს კიევის თხოვნას სამხედრო აღჭურვილოისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაზე. ტრაგიკულმა მოვლენებმა ახლო აღმოსავლეთში გარკვეული პერიოდის განმავლობაში უკრაინის კრიზისი დასავლური მედიის პირველი გვერდებიდან ჩამოაშორა. თუმცაღა, არამეგობრული ქვეყნების უმეტესობისთვის ბრძოლის ველზე რუსეთის სტრატეგიული…

მეტი...

დეკანოზმა საეკლესიო სასჯელი მიიღო

საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილთან დაკავშრებით  განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში განმარტებულია, თუ რატომ მიიღო დეკანოზმა საეკლესიო სასჯელი. „ვრცელდება არასწორი ინფორმაცია დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის შესახებ, თითქოს მან საეკლესიო სასჯელი დროშის დაწვის გამო მიიღო. სინამდვილეში მის მიერ გავრცელებულ ერთერთ მიმართვაში იყო სასულიერო პირთა შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რაც არის კანონიკური დარღვევა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ დეკანოზმა ევროკავშირის დროშას ცეცხლი წაუკიდა.

მეტი...

დაღუპულთა შორის არიან ბავშვები

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთში საშინელი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ე.წ. ჯაჭვური ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულია ათი ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა კი 60-მდე აღწევს. ავტოავარიაში 7 მსუბუქი და მძიმეწონიანი ავტომობილი მოყვა. მათ შორის იყო რამდენიმე ავტობუსი და სატვირთო მანქანაც კი. ყველაზე მეტი მსხვერპლი სწორედ ავტობუსში მყოფი მგზავრები არიან. დაღუპულები არიან ბავშვებიც.  

მეტი...

„აუცილებელია, ისრაელმა დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა“ – ემანუელ მაკრონი

„აუცილებელია, ისრაელის ხელისუფლებამ დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა და საჭირო და აუცილებელი დახმარება მიაწოდოს მათ, ვისაც ეს სჭირდება“ – აღნიშნა  საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას. მაკრონმა ღაზის სექტორში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისრაელმა მათი დაცვა უნდა შეძლოს. მან ყურადღება გაამახვილა ცეცხლის შეწყვეტაზე და განაცხადა, რომ პროცესში საერთაშორისო პარტნიორები უნდა ჩაერთონ. „საფრანგეთი იორდანიასთან ღაზაში ჰუმანიტარული ოპერაციების განსახორციელებლად იმუშავებს. ღაზის სექტორში მყოფი ყველა მძევლის, მათ შორის საფრანგეთის სამი მოქალაქის გათავისუფლება, საფრანგეთის პრიორიტეტია“ – განუცხადა პრეზიდენტმა პრემიერს.  

მეტი...

უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ღმერთმა მომცა იმის შესაძლებლობა, ჩემს ქვეყანას და ხალხს ვემსახურო – კახა კალაძე

უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ღმერთმა მომცა იმის შესაძლებლობა, ჩემს ქვეყანას და ხალხს ვემსახურო, – დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაცემა „იმედი ლაივში“ 2023 წელს თბილისის მერიის მიერ განხორციელებულ პროექტები შეაჯამა. მისი თქმით, 2017 წლიდან დღემდე დედაქალაქში არაერთი ცვლილება განხორციელდა, რამაც თბილისელების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. „2017 წლიდან რამდენიმე პროგრამა წამოვიწყეთ, რის შედეგადაც, უამრავი ოჯახი გაბედნიერდა. არსებობდნენ სამშენებლო კომპანიებისგან, „სვეტი“ „ცენტრ პონტი“, „ოლიმპიური ვარკსვლავი“ და სხვ. დაზარალებულები, ისინი შეგუებულიები იყვნენ, რომ მათ გადახდილი თანხები დაკარგეს. 15 000-მდე ასეთი ოჯახი დაკმაყოფილდა. მეორე მნიშვნელოვანი თემა კოოპერატიული ბინამშენებლობით დაზარალებულებს ეხება, 2 400- მდე ასეთი ოჯახი არის…

მეტი...

,,მოსალოდნელია ძლიერი ქარი, მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი და ზვავსაშიშროება”- ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, 28 დეკემბერს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია ძლიერი ქარი, მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალინი შტორმი. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მეტი...

,,როგორ შეიძლება მე, კახა კალაძე ვიჯდე და ვიღებდე გადაყვეტილებას თუ ვინ უნდა იმღეროს საახალწლო კონცერტზე და ვინ არა”- კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ღონისძიებები, რომლებიც დედაქალაქში ყოველწლიურად იმართება, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლების მიერ იგეგმება და ის მსგავს გადაწყვეტილებებში არასდროს ერევა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა და რამდენიმე მუსიკალური შემსრულებლის მიერ მუნიციპალიტეტის მერიის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. „ნამდვილად ვერ მივიღებ მსგავს დამოკიდებულებას. როდესაც თავად იყვნენ ხელისუფლებაში, შეიძლება, ამას აკეთებდნენ და ჰგონიათ, სხვაც იმავეს აკეთებს. ზუსტად ესაა განსხვავება მათსა და ჩენს შორის. როგორ შეიძლება მე, კახა კალაძე ვიჯდე, ვიღებდე გადაყვეტილებას თუ ვინ უნდა მიიღოს კონცერტში მონაწილეობა და ვინ არ უნდა იმღეროს – ვიღაც იმღერებს, ვიღაც არ იმღერებს,…

მეტი...