„აუცილებელია, ისრაელმა დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა“ – ემანუელ მაკრონი

„აუცილებელია, ისრაელის ხელისუფლებამ დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა და საჭირო და აუცილებელი დახმარება მიაწოდოს მათ, ვისაც ეს სჭირდება“ – აღნიშნა  საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას.

მაკრონმა ღაზის სექტორში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისრაელმა მათი დაცვა უნდა შეძლოს.

მან ყურადღება გაამახვილა ცეცხლის შეწყვეტაზე და განაცხადა, რომ პროცესში საერთაშორისო პარტნიორები უნდა ჩაერთონ.

„საფრანგეთი იორდანიასთან ღაზაში ჰუმანიტარული ოპერაციების განსახორციელებლად იმუშავებს. ღაზის სექტორში მყოფი ყველა მძევლის, მათ შორის საფრანგეთის სამი მოქალაქის გათავისუფლება, საფრანგეთის პრიორიტეტია“ – განუცხადა პრეზიდენტმა პრემიერს.

 

მსგავსი თემები