უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ღმერთმა მომცა იმის შესაძლებლობა, ჩემს ქვეყანას და ხალხს ვემსახურო – კახა კალაძე

უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ღმერთმა მომცა იმის შესაძლებლობა, ჩემს ქვეყანას და ხალხს ვემსახურო, –
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაცემა „იმედი ლაივში“ 2023 წელს თბილისის მერიის მიერ განხორციელებულ პროექტები შეაჯამა.

მისი თქმით, 2017 წლიდან დღემდე დედაქალაქში არაერთი ცვლილება განხორციელდა, რამაც თბილისელების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.

„2017 წლიდან რამდენიმე პროგრამა წამოვიწყეთ, რის შედეგადაც, უამრავი ოჯახი გაბედნიერდა. არსებობდნენ
სამშენებლო კომპანიებისგან, „სვეტი“ „ცენტრ პონტი“, „ოლიმპიური ვარკსვლავი“ და სხვ. დაზარალებულები, ისინი შეგუებულიები იყვნენ, რომ მათ გადახდილი თანხები დაკარგეს. 15 000-მდე ასეთი ოჯახი დაკმაყოფილდა. მეორე მნიშვნელოვანი თემა კოოპერატიული ბინამშენებლობით დაზარალებულებს ეხება, 2 400- მდე ასეთი ოჯახი არის დაკმაყოლებული. გამოვყოფ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამასაც, რომლის მიხედვით, ეტაპობრივად ნაცვლდება ავარიული შენობა-ნაგებობები. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ღმერთმა მომცა იმის შესაძლებლობა, ჩემს ქვეყანას და ხალხს ვემსახურო. ამაზე დიდი ბედნიერება არ
ვიცი რა შეიძლება იყოს, როდესაც გაქვს შესაძლებლობა, შენი გადადმგული ნაბიჯებითა და განხორციელებული
პროექტებით უამრავი ადამიანი გაახარო და გააბედნიერო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები