,,ვაშინგტონი და ბრიუსელი ჯერ კიდევ არიან დაინტერესებული, რომ რუსები უკრაინელების ხელებითა და სხეულით შეაკავონ”- ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გაცხადებით ვაშინგტონი და ბრიუსელი უარს არ ამბობენ კიევისთვის სამხედრო დახმარებაზე, რადგან მათ იციან, რომ მათი დახმარების გარეშე ის განწირულია.

„ისინი ჯერ კიდევ არიან დაინტერესებული, რომ რუსები უკრაინელების ხელებითა და სხეულით შეაკავონ“, – აღნიშნავს ლავროვი.

მისი თქმით, ზელენსკის მთავრობას მშვიდობის სურვილი ნაკლებად აქვს.

„ე.წ. რამშტაინის ფორმატი აგრძელებს მოქმედებას, რომლის ფარგლებშიც 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ყოველთვიურად განიხილავს კიევის თხოვნას სამხედრო აღჭურვილოისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაზე. ტრაგიკულმა მოვლენებმა ახლო აღმოსავლეთში გარკვეული პერიოდის განმავლობაში უკრაინის კრიზისი დასავლური მედიის პირველი გვერდებიდან ჩამოაშორა. თუმცაღა, არამეგობრული ქვეყნების უმეტესობისთვის ბრძოლის ველზე რუსეთის სტრატეგიული მარცხი კვლავ პრიორიტეტად ითვლება“, – აცხადებს ლავროვი.

 

მსგავსი თემები