ატოსაგზაო შემთხვევა თურქეთში – დაიღუპა 10 ადამიანი

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 57 კი დაშავდა.

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სტამბოლისკენ მიმავალ გზატკეცილზე ჯაჭვური რეაქციით ავარიაში რამდენიმე მანქანა მოყვა. ავარიაში მოყვნენ  სამი ავტობუსი და სატვირთოც.

ადგილზე ნისლი და დაბალი ხილვადობა იყო.

გუბერნატორის განცხადებით, მანქანა სავარაუდოდ სატვირთოს შეეჯახა, რამაც უკანა მხარეს სხვა ავარიები გამოიწვია.

მსგავსი თემები