გურიაში ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა – ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლმა ორი მცირეწლოვანი დაკბინა. ინფორმაციას “გურია ტვ” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, დაკბენილები არიან 5 წლის და 2,7 წლის ძმები. განსაკუთრებით მძიმეა უმცროსის მდგომარეობა. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. ის რეანომობილით ქუთაისში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები