,,სოფელ ციგრიანის მახლობლად, ახალი საოკუპაციო ბანერი გაჩნდა” – ქაცარავა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ ციგრიანის მახლობლად, ახალი საოკუპაციო ბანერი გაჩნდა. ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელი, დავით ქაცარავა ავრცელებს.

,,სოფელ თამარიანის მაცხოვრებლები გვიყვებიან, რომ ამ ბოლო დროს, მათი სოფლის თავზე მდებარე ოკუპირებულ ქედზე, ღამღამობით მძიმე ტექნიკის ძრავების ბღუილი ისმის და დაძინების საშუალებას არ აძლევს. სამწუხაროდ, ეს რეგიონიც შეტოვებულია რუსებთან ერთი-ერთზე, მოსახლეობის უსაფრთხოების ზომები, ნულოვანია”, – წერს ქაცარავა.

მსგავსი თემები