დათო გორგილაძის გადაცემის დაბრუნებას მოქალაქეები პეტიციით ითხოვენ

დათო გორგილაძის გადაცემის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაბრუნებას მოქალაქეები პეტიციით ითხოვენ. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილისადმი მიმართულ პეტიციაში წერია, რომ დავით გორგილაძის გადაცემა “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” მოულოდნელად და არამოტივირებულად დაიხურა.

„არხის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი თავისუფალი იყო პოლიტიკური გავლენებისგან და საზოგადოების განათლებას ისახავდა მიზნად. მისი არჩევნებამდე 1 წლით ადრე დახურვა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად და ცენზურად შეიძლება იქნას წაკითხული“, – ვკითხულობთ პეტიციაში.

15 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მომავალი წლიდან არხის ეთერში აღარ გავა “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”.

მსგავსი თემები