ლიჯიანგი, სოფელი იუჰუ. ეს სასწაული სანახაობა, რომელშიც 500 ფერმერი მონაწილეობას, არც ფილმებში გექნებათ ნანახი, არც გაგონილი და მით უმეტეს, არც წაკითხული.
ეს არის გრანდიოზული სპექტაკლი, რომელიც დადგმულია ღია კოლიზეუმის სტილის თეატრში და მასში 500 ადგილობრივი ფერმერი მონაწილეობს 10 ეთნიკური ჯგუფიდან. ისინი 16 ახლომდებარე სოფელს წარმოადგენენ. ეს 60 წუთიანი შოუ ზღვის დონიდნ 3100 მეტრ სიმაღლეზე იმართება და აუცილებად უნდა ნახოთ, რომ ჩინური კულტურის კიდევ ერთი სასწაულის მნახველი გახდეთ.
ვიდეორეპორტაჟი იუჰუდან.
ეკა გულუა