,,ვულოცავ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს!” – კარდინი

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი, ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

,,ვულოცავ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს! ჩვენ მივესალმებით ამ წინსვლას და მოუთმენლად ველოდებით იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომლებსაც თქვენი მოქალაქეები ითხოვენ. ეს პროგრესი იმის ნიშანია, თუ რა იქნება სამომავლოდ, ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში თქვენი კანონიერი ადგილის დაკავებისას”, – წერს სენატორი X-ზე.

 

მსგავსი თემები