დროებით ოკუპირებულ გალში მოკლული კარბაია დღეს დაკრძალეს

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მოკლული საქართველოს მოქალაქე, თემურ (ვიტალი) კარბაია დღეს გალის სოფელ წარჩეში დაკრძალეს. ინფორმაციას ,,მოძრაობა – აფხაზეთისთვის” ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ცხედარს გუშინ ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომელიც ამტკიცებს, რომ კაცი ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებებით დაიღუპა.

,,დღეს აფხაზეთში, გალში – სოფელ წარᲩეᲨი მიწას მიაბარეს ე.წ. მილიციელების – ზარაქუა, კვეკვესქირი და აბშილავას მიერ ცემით მოკლულ ვიტალი კარბაია. ჩვენი ინფორმაციით გუშინ საღამოს გალის რაიონის ხელმძღვანელის მიერ იყო მოთხოვნა, ჩატარებულიყო ექსპერტიზა, რომელიც ჩაუტარდა. ექსპერტიზამ დაამტკიცა ცემის შემდგომ მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაცვალება”, – წერს მოძრაობა.

მსგავსი თემები