მეთიუ პერის სიკვდილის მიზეზი ცნობილია

ლოს-ანჯელესის სამედიცინო ექსპერტიზის ოფისი მსახიობ მეთიუ პერის გარდაცვალების მიზეზს აქვეყნებს.

ექსპერტიზის ცნობით, სიკვდილის მიზეზი “კეტამინის მწვავე ეფექტები” გახდა. ასევე, სიკვდილის ხელშემწყობი ფაქტორებია წყალში დახრჩობა, კორონალური არტერიის დაავადება და ბუპრენორფინის ეფექტი.

კვლევის შედეგებში მეთიუს გარდაცვალება მოხსენიებულია, როგორც “უბედური შემთხვევა”.

შეგახსენებთ, რომ Friends-ის მსახიობი, მეთიუ პერი, 28 ოქტომბერს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი თემები