რუსეთის მიერ გაშვებული 31 “შაჰიდიდან” 30 გავანადგურეთ – უკრაინის გენშტაბი

გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 31 “შაჰიდის” ტიპის დრონით შეუტიეს. უკრაინელებმა მათგან 30 დრონი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

ამას გარდა, გენშტაბის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გასულ დღეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა Kh-59 ტიპის მართვადი რაკეტაც.

მსგავსი თემები