ისრაელელმა სამხედროებმა ღაზაში 3 ტყვე მოკლეს

ისრაელელმა სამხედროებმა ღაზაში შემთხვევით 3 ტყვე მოკლეს. მძევლებს ხელში ეჭირათ ჯოხზე დამაგრებული თეთრი ნაჭერი.

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, დაღუპულები არიან 20 წლის იოთამ ჰაიმი, 22 წლის სამერ ტალალკა, 26 წლის ალონ შამრიზი. IDF თქვა, რომ ისინი არასწორად იყვნენ განსაზღვრულნი როგორც “საფრთხე” და რომ ჯარისკაცებს ისინი ტერორისტები ეგონათ.

შემთხვევა ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. უწყების წარმომადგენლებმა განაცხადა, რომ ტყვეები სავარაუდოდ “ჰამასმა” მიატოვა, ან მათგან გაქცევა მოახერხეს. IDF-ის წარმომადგენელმა თქვა, რომ ეს ეწინააღმდეგება მათ წესებს. მისი თქმით, მკვლელობები იყო “ძალიან ტრაგიკული” და წინასწარი გამოძიება “უმაღლეს დონეზე” მიმდინარეობს.

მსგავსი თემები