გურიაში, ძაღლის მიერ დაკბენილი მცირეწლოვანი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაჰყავთ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლის მიერ დაკბენილი ერთ-ერთი მცირეწლოვანი, თბილისში გადაჰყავთ. დაშავებული მცირეწლოვანი რეანომობილით ჯერ ქუთაისში გადაიყვანეს, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო, მას ოპერაცია დღეს თბილისში, იაშვილის კლინიკაში ჩაუტარდება.

არსებული ინფორმაციით, დაკბენილები არიან 5 წლის და 2,7 წლის ძმები. განსაკუთრებით მძიმეა უმცროსის მდგომარეობა. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.

მსგავსი თემები