,,ქალბატონი ზურაბიშვილი ამ სიაში არ ეწერა” – ირაკლი ზარქუა

ჩვენ ვთქვით, რომ ზეიმი განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მხარს უჭერდა და გვერდში ედგა ხელისუფლებას, ქართველ ხალხს ევროინტეგრაციის გზაზე, შესაბამისად, ქალბატონი ზურაბიშვილი ამ სიაში არ ეწერა, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„რამდენადაც ვიცი, ქალბატონი ზურაბიშვილი იყო ადგილზე და ესწრებოდა აქციას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქალბატონი ჩვენს სახელმწიფოს ებრძოდა. ხომ გახსოვთ მისი განცხადება პარლამენტში: ეს ფსევდორეფორმაა და არ იმსახურებს ეს ხელისუფლება კანდიდატის სტატუსსო. შემდეგ ჩავიდა ევროპაში და თქვა, რომ არ ვარ დარწმუნებული, ამ ხელისუფლებას უნდა თუ არა ევროპული პერსპექტივაო. ჩვენ ვთქვით, რომ ზეიმი განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მხარს უჭერდა და გვერდში ედგა ხელისუფლებას, ქართველ ხალხს ევროინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, ქალბატონი ზურაბიშვილი ამ სიაში არ ეწერა“, – აღნიშნა ზარქუამ.

მსგავსი თემები