ისრაელი-“ჰამასის” ომს, სულ მცირე, 64 ჟურნალისტი ემსხვერპლა

ისრაელი-“ჰამასის” ომის შედეგად, სულ მცირე, 64 ჟურნალისტი დაიღუპა. მათგან 57 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 3 ლიბანელი იყო. ინფორმაციას ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 13 ჟურნალისტი, 3 დაკარგულად მიიჩნევა, 19 კი დაკავებულია. კომიტეტი იძიებს მედიის წარმომადგენელთა დაკავებისა და მუქარის შემთხვევებსაც. ასევე, დაუდასტურებელ ცნობებს მედიის ოფისებსა და ჟურნალისტების სახლების დაზიანების შესახებ.

მსგავსი თემები