პოლონეთის ახალი მთავრობა სმოლენსკის ტრაგედიის საგამოძიებო კომისიას გააუქმებს

პოლონეთის ახალი მთავრობა სმოლენსკის ტრაგედიის საგამოძიებო კომისიას გააუქმებს. შესაბამისი განკარგულება პოლონეთის ახალდანიშნულმა თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინაკ-კამიშმა გასცა.

აღნიშნული კომისია 2010 წელს მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზებს იძიებდა, რომლის შედეგადაც პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მთავრობის წევრები დაიღუპნენ. კომისიის წევრებს 2023 წლის 18 დეკემბრამდე მისცეს ვადა ყველა დოკუმენტაციის, ინვენტარისა და აღჭურვილობის ჩასაბარებლად.

პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უახლოეს ხანში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ საგამოძიებო კომისიის წევრების საქმიანობას შეისწავლის.

როგორც ცნობილია, პოლონეთის ყოფილი მთავრობა და მათ შორის თავდაცვის მინისტრი ანტონ მიცარევიჩი ამტკიცებდნენ, რომ 2010 წელს მომხდარი ავიაკატასტროფა იყო მოსკოვის სპეცოპერაცია.

მსგავსი თემები