გასულ ღამეს რუსი ოკუპანტები კიევს დრონებით თავს დაესხნენ

გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქს “შაჰიდის” ტიპის დრონებით შეუტიეს.

როგორც კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, სერგეი პოპკო ამბობს, მტრის ყველა სამიზნე საჰაერო თავდაცვის ძალებითა და საშუალებებით განადგურდა.

თავდაცვის ოპერაციისა და დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ქალაქში არავინ დაშავებულა. პოპკომ ასევე აღნიშნა, რომ ეს უკვე მეექვსე საჰაერო თავდასხმაა კიევზე ამ თვეში.

,,მტერმა გააძლიერა ავიაიერიშები ქვეყნის მთავარ ქალაქზე. ამიტომ, ვთხოვ კიევის ყველა მცხოვრებს, არ უგულებელყონ საჰაერო გამაფრთხილებელი სიგნალები და ყოველთვის დაიცვან უსაფრთხოების წესები! იზრუნეთ საკუთარ თავზე და საყვარელ ადამიანებზე!”, – მიმართავს პოპკო მოსახლეობას.

მსგავსი თემები