,,ეს რუსეთის მიერ ადამიანის ელემენტარული უფლებების დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა” – პრეზიდენტი

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ოკუპირებულ აფხაზეთში “მილიციის” მიერ ცემის შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვას ეხმაურება.

„ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი მი­ლი­ცი­ის მხრი­დან სას­ტი­კი ცე­მის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე, თე­ი­მურ კარ­ბა­ია და­ი­ღუ­პა – ეს რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ადა­მი­ა­ნის ელე­მენ­ტა­რუ­ლი უფ­ლე­ბე­ბის აშ­კა­რა დარ­ღვე­ვის ტრა­გი­კუ­ლი შეხ­სე­ნე­ბაა. მწუ­ხა­რე 75 წლის იუ­ბი­ლე!“- წერს პრე­ზი­დენ­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოკუ­პი­რე­ბულ გა­ლის რა­ი­ონ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს, თე­მურ კარ­ბა­ი­ას, სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის ე.წ. მი­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს და სცე­მეს. კარ­ბა­ია სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე და­ი­ღუ­პა.

მსგავსი თემები