ნეთანიაჰუმ პუტინთან საუბრისას ღაზაში ომთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციით უკმაყოფილება გამოთქვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარისას ღაზაში კონფლიქტთან დაკავშირებით მოსკოვის პოზიციით უკმაყოფილება გამოხატა.

BBC-ის ინფორმაციით, ნეთანიაჰუმ გააკრიტიკა რუსეთისა და ირანის „სახიფათო თანამშრომლობა“. მან ასევე დადებითად შეაფასა მოსკოვის ძალისხმევა ისრაელისა და რუსეთის მოქალაქეობის მქონე მძევლების გათავისუფლების მცდელობაში.

თავის მხრივ, კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთი მზად არის ხელი შეუწყოს კონფლიქტის დეესკალაციას და პუტინმა საუბრისას ტერორიზმის ყველა ფორმა დაგმო.

მსგავსი თემები