ისრაელი გაერო-ს უშიშროების საბჭოს ცეცხლის შეწყვეტისადმი მოწოდებაზე აშშ-ის ვეტოს მიესალმება

ისრაელი გაერო-ს უშიშროების საბჭოს ცეცხლის შეწყვეტისადმი მოწოდებაზე აშშ-ის ვეტოს მიესალმება. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„სხვა ქვეყნებმაც უნდა გაიგონ, რომ შეუძლებელია ერთი მხრივ “ჰამასის” განადგურებას უჭერდე მხარს, და მეორე მხრივ მოუწოდებდე ომის შეჩერებისკენ, რაც ხელს შეუშლის ჰამასის განადგურება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

აქედან გამომდინარე, ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, „ისრაელი გააგრძელებს გამართლებულ ომს, რომელიც მიზნად ისახავს “ჰამასის” განადგურებას და დანარჩენი საომარი მიზნების მიღწევას, რომლებიც დავისახეთ“.

მსგავსი თემები