აშშ-ის მოსახლეობის 47% უკრაინისთვის დახმარების გაგრძელებას მხარს უჭერს

აშშ-ის მოსახლეობის 47% უკრაინისთვის დახმარების გაგრძელებას მხარს უჭერს. კვლევის შედეგები Pew Research Center-მა გამოაქვეყნა.

ამერიკელთა 31% თვლის, რომ აშშ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან დიდ დახმარებას უწევს, 29% თვლის, რომ აშშ უკრაინას საკმარის დახმარებას უწევს და 18%-ს მიაჩნია, რომ აშშ-ის მიერ გაწეული დახმარება არასაკმარისია.

უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ ამერიკელთა დამოკიდებულება პარტიული ნიშნით განსხვავდება. მაგალითად, აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ამომრჩეველთა 48%-ს მიაჩნია, რომ აშშ უკრაინას ძალიან დიდ დახმარებას უწევს. ხოლო, დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერთა მხოლოდ 16% თვლის, რომ უკრაინის მიმართ ამერიკული დახმარების დონე გადაჭარბებულია.

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მიმართ ბოლო თვეებში ამერიკელი საზოგადოების ყურადღების დონე ნაკლებად შეიცვალა. რესპუბლიკელთა 62% და დემოკრატთა 61% აცხადებს, რომ კონფლიქტს თვალს საკმაოდ დიდი ყურადღებით ადევნეს.

მსგავსი თემები