ქართულ-ჩინური ოჯახი და „მიქსდ“ შვილები – ვიდეორეპორტაჟი შანხაიდან

გოგო ქართველი – დაკო აბულაძე, მოდელი; ბიჭი ჩინელი – არაჩვეულებრივი ბილი; შვილები – 3 წლის მოდელი და 8 წლის სკოლის მოსწავლე. დაკო ჩინეთში 13 წლის წინ ჩავიდა როგორც მოდელი, 5 თვიანი კონტრქტით, თუმცა, გადაეყარა ბილის და რა მოხდა შემდეგ? მოხდა გადატრიალება.

„არასდროს მიფიქრია, რომ ჩინელი მეუღლე მეყოლებოდა, ჩინელ კაცს სერიოზულად არც კი ვუყურებდი“ – ამბობს დაკო „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში.

ჩვენ ერთმანეთს შანხაიში შევხვდით. ბიჭმა, ანუ, ქართველების სიძე ბილიმ დაახლოებთ 1 წელი იწვალა რომ, დაკოს გული მოეგო.

როგორ მიიღეს ქართველებმა ჩინელი სიძე; როგორია დედამთილ-მამამთილ-მულის ინსტიტუტი ჩინეთში; როგორ ინაწილებენ მეუღლეები ოჯახურ საქმიანობას; როგორ დაიწყო პატარა ქართველ-ჩინელმა სამოდელო კარიერა 3 თვის ასაკიდან – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე პასუხებს იხილავთ ვიდეორეპორტაჟში შანხაიდან.

ეკა გულუა შანხაიდან

მსგავსი თემები