,,ისრაელის განცხადება, რომ აპირებს „ჰამასის“ აღმოფხვრას, არარეალურია” – პალესტინის პრემიერი

,,ისრაელის განცხადება, რომ აპირებს „ჰამასის“ აღმოფხვრას, არარეალურია”. ამის შესახებ პალესტინის პრემიერ-მინისტრმა, მოჰამედ შტაიემ განაცხადა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ გავაცნობიეროთ, რომ „ჰამასი“ არის პალესტინის პოლიტიკური მოზაიკის განუყოფელი ნაწილი. ამიტომ, ისრაელის განცხადება, რომ აპირებს „ჰამასის“ აღმოფხვრას, ვფიქრობ, არარეალურია, ეს არ მოხდება და სრულიად მიუღებელია ჩვენთვის.

გვჭირდება ყოვლისმომცველი პოლიტიკური გადაწყვეტა, რომელიც ბოლოს მოუღებს პალესტინელთა ამ ტანჯვას, რომელიც დაიწყო 75 წლის წინ. მოვლენები პალესტინაში მხოლოდ 7 ოქტომბერს არ დაწყებულა”, – განაცხადა პალესტინის პრემიერმა დოჰას ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

 

მსგავსი თემები