კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი მოხდა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ოკუპაციის სიმძიმეს – შალვა პაპუაშვილი

,,კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი მოხდა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ოკუპაციის სიმძიმეს”. პარლამენტის თავმჯდომარე, ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

„დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პერსპექტივითაც შევხედოთ, რომ ოკუპაცია გულისხმობს არამხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევას, არამედ ეს უპირველეს ყოვლისა გულისხმობს ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელავს იმ რეგიონებში, რომელიც ოკუპირებულია. მე ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენეს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ოკუპაცია რაც შეიძლება მალე დამთავრდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქე, 43 წლის თემურ კირბაია მოკლეს.

მსგავსი თემები