რატომ არის მიწა წითელი ჩინეთის პროვინციაში?!

ჩინეთში, იუნანის პროვინციაში მიწის ფერიც კი განსხვავებულია. აქ განსაკუთრებით თვალშისაცემია წითელი ფერის მიწა. დავინტერესდი, რატომ იყო მიწა წითელი შეფერილობის. როგორც ამიხსნეს, აქ მიწა მდიდარია მეტალითა და რკინით, რის გამოც ის წითელ შეფერილობას იძლევა. შესაბამისად, ამ პროვინციას „წითელ დედამიწასაც“ უწოდებენ“.

იუნანი არის პროვინცია სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, რომელიც ცნობილია მრავალფეროვანი ლანდშაფტით,  დათოვლილი მთებით, ბრინჯის ტერასებით, ტბებითა და ხეობებით. რეგიონი ასევე  ცნობილია ეთნიკური უმცირესობების დიდი რაოდენობით.

ეკა გულუა ჩინეთიდან

მსგავსი თემები