უკრაინამ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რომ უკრაინის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირონ

უკრაინამ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რომ უკრაინის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირონ. ინფორმაციას Ukrinform-ი ავრცელებს.

უკრაინელი დეპუტატები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს, პარლამენტებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებენ, რომ უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა გააგრძელონ, რათა მისი ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში აღდგეს.

უმაღლესმა რადამ ევროპარლამენტს სთხოვა, რომ უკრაინის მაკროფინანსური სტაბილურობისთვის ევროკომისიის მიერ შეთავაზებულ უკრაინის დახმარების მექანიზმის მიღებას მხარი დაუჭიროს. ამავდროულად, უკრაინის უმაღლესმა რადამ ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდა, რომ რუსეთზე ზეწოლის გასაგრძელებლად შესაბამისი შემაკავებელი ზომების მომდევნო პაკეტები მიიღონ.

უკრაინის უმაღლესი რადის მიმართვას მხარი 292-მა სახალხო დეპუტატმა დაუჭირა.

მსგავსი თემები