ფონიჭალაში ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვანი გაიტაცეს. სკოლის მოსწავლე რამდენიმე პირმა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გაიტაცა.
შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.