რუსებმა ხერსონი დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსებმა ხერსონი დაბომბეს. დაიღუპა ერთი ადამიანი, ერთი კი დაშავდა. ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­

მისი ცნობით, რუსების მიერ გაშვებულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ასაფეთქებელი ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავის ქუჩაში ჩამოაგდო.

პროკურატურაში განაცხადეს, რომ მომხდარზე, როგორც პოტენციურ სამხედრო დანაშაულზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

მსგავსი თემები