აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, სამი სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები ერთმანეთს სეულში შეხვდნენ, სადაც მათ ჩრდილოეთ კორეის მიერ ჯაშუში თანამგზავრების გაშვება და კიბერსივრცეში არსებული საფრთხეები განიხილეს.

„ჩვენ ასევე წამოვიწყეთ ახალი სამმხრივი ინიციატივა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ, როგორიც არის კიბერდანაშაული და კრიპტოვალუტის ფულის გათეთრება, ასევე, ბალისტიკური რაკეტების გამოცდა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით, ჯეიკ სალივანმა.

მსგავსი თემები